იტალიის სერია A-ს XXV ტურის სამი მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო. ინფორმაცია იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ოფიციალურად დაადასტურა.
აპენინის ნახევარკუნძულზე სახიფათო ზონებად ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებია მიჩნეული და სწორედ ამ მხარეებში გასამართი შეხვედრები დაუდგენელი ვადით გადაიდო.
„ინტერი“ – „სამპდორია“ (ლომბარდია), „ატალანტა“ – „სასუოლო“ (ლომბარდია) და „ვერონა“ – „კალიარი“ (ვენეტო) დღეს არ გაიმართება.
აღნიშნული შეხვედრების გარდა გადაიდო სერია B-ს, სერია C-ს, სერია D-სა და სამოყვარულო ლიგის რამდენიმე მატჩი. პრემიერ მინისტრის განკარგულებით სახიფათო ზონებში არანაირი სპორტული ღონისძიებები არ ჩატარდება.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ იტალიაში ამ დროისთვის 79 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 54 ლომბარდიაში, ხოლო ვენეტოში ორი ადამიანი, 78 წლის მამაკაცი და 75 ქალბატონი გარდაიცვალა.