ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ, ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
მედიის ცნობით, დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.
მედიის ინფორმაციით 56 წლის ტარანტინოს და 35 წლის დანიელას ვაჟი შეეძინათ და ის მათი პირველი შვილია.
ბავშვი ისრაელში კლინიკა „იხილოში“ დაიბადა - წერს გამოცემა.