ტეხასში, ოდესის პოლიციის დეპარტამენტში დაკარგული ძაღლი მივიდა.
დახმარების სათხოვნელად მისული ძაღლი პოლიციელებისგანაც იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მათ ვერ დაადგინეს ძაღლის პატრონი ვინ არის.
ყელსაბამის სამაგრი, რომელზეც დაკარგვის შემთხვევაში საჭირო სათანადო ინფორმაციაა დატანილი, დაკარგული ჰქონდა.
ცოტა ხნის შემდეგ ძაღლი ისევ ისე მოულოდნელად გაუჩინარდა. პოლიციელების თქმით სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ მას ვერ დაეხმარებოდნენ და განყოფილება დატოვა, ისევე სწრაფად, როგორც იქ გაჩნდა.