რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა, 2019 წლის 28 ოქტომბერ საქართველოში კიბერშეტევა განახორციელა. კიბერშეტევა განხორციელდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეც. ვებ-გვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“.
პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი. შს სამინისტრომ გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.
საქართველოში განხორციელებულ მასშტაბური კიბერშეტევაზე რუსეთის როლს არ ადასტურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთს ადანაშაულებენ ყველა სასიკვდილო ცოდვაში მანამ, სანამ რაღაც მოხდება. მისი თქმით, ყველაზე უკეთესი იქნება, რომ მოხდეს ციფრებითა და ფაქტებით აპელირება.
„დამტკიცებულია, რომ მთელი ეს ბოროტება რუსეთიდან მოდის? მე ძალიან მეპარება ეჭვი. უკვე გარკვეული პოლიტიკური წრეების ჩვევად იქცა, რომ როცა რაღაც ხდება, მაშინვე ანტირუსული სენტიმენტები იწყება. როცა არსებობს რაიმე ფაქტები და მტკიცებულებები, რომელიც ამას ადატურებს, მაშინ შეგვიძლია სერიოზულად ვილაპარაკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი პროპაგანდაა. ადამიანები დაკავებულნი არიან პოლიტიკური პროპაგანდით და ყველაფერში რუსეთს ადანაშაულებენ. ამას არსად მივყავართ, საჭიროა დიალოგი, ურთიერთპატივიცემა. ასეთივე მიდგომა უნდა იყოს კიბერშეტევების თემაზეც“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმად აღიქმება. დავით ზალკალიანის განცხადებით, ამ გამოწვევის ფონზე აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს.
„ჩვენს ყველა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით ჩართული გამოძიების პროცესში და ამ ეტაპზე არის შესაბამისი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედება არის განხორციელებული რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მხრიდან. ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა იმ უსაფრთხოების გამოწვევის ფონზე, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამას კიდევ ემატება სხვა ჰიბრიდული საფრთხეები და მათ შორის კიბერთავდასხმა, რომელიც ერთ–ერთი სახეობაა ამ საფრთხის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს, დაიწყებს თუ არა საქართველო სამართლებრივ დავას რუსეთთან, მის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით. შს მინისტრის განცხადებით, კიბერშეტევაში რუსული კვალი იყო და ამაზე სახელმწიფომ ღიად განაცხადა.
„დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავებთ ჩვენ კოლეგებთან და პარტნიორებთან. ოფიციალური კომენტარი გაკეთდა. დეტალებში ვერ შევალთ. ჩვენ ვთქვით ღიად, რომ რუსული კვალი იყო ყველაფერთან დაკავშირებით და არ დაგვიმალავს. გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას, ახლა ვერ გიპასუხებთ.
21–ე საუკუნეა და პოპულარულია მსოფლიოში ეს საკითხი, არამხოლოდ - საქართველოში. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც ტექნოოლოგიები ვითარდება. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ მეტი კონტროლი იყოს, რომ არ მოხდეს კიბერშეტევა ან თუ მოხდება, სივრცეში ჩაკეტვა მოხდეს და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
როგორც ცონობილია, რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ გამოძიება ჩაატარა და ეს პროცესი გრძელდება. პრემიერ–მინისტრის განცხადებით, კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკების შემცველი, ეს არის გლობალური გამოწვევა.
„ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის რისკის შემცველი. ეს არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში, შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს, თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება. იმხელა რაღაც გაკეთდა საქართველოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით, ღონისძიებით და გამოძიებით. დიახ, ეს თავდასხმა მომდინარეობდა რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, რუსეთი ყველა გზით, ტანკით, ეკონომიკური სანქციებით, ფრენების შეწყვეტით, კიბერშეტევით ცდილობს საქართველოს სუსტი ადგილები მოუსინჯოს. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული და აქტიური წევრი იყოს, რომელიც რუსულ აგრესიას ერთიანი ძალებით უმკლავდება.
„ხედავთ, რომ რუსეთი ყველა გზით და საშუალებით, ტანკით, ეკონომიკური სანქციებითაც, ფრენების შეწყვეტით, კიბერშეტევით ცდილობს საქართველოს სუსტი ადგილები მოუსინჯოს, რათა რაც შეიძლება მეტად დაგვაზიანოს. კარგი ამბავი ისაა, რომ დემოკრატიული სამყარო ჩვენს გვერდით არის. ნახეთ, პრაქტიკულად დაგვასწრეს ბრიტანელებმა, ამერიკელებმა და სხვებმა ამ კონკრეტული ფაქტის დაგმობა, ვინაიდან, მათ ესმით, რომ ეს არის მსოფლიო პრობლემა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ იმ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული და აქტიური წევრი, რომელიც ერთიანი ძალებით უმკლავდება რუსულ აგრესიას, მათ შორის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
გამოძიებისგან პასუხს ითხოვს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, რომლის განცხადებით, 2 წლის წინ, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა ჯერაც არ არის გამოძიებული. ხაზარაძის განცხადებით, ეს ფაქტი ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება დანაშაულს მფარველობს.
„მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, პირველი ყველაზე დიდი კიბერშეტევა „თიბისი ბანკზე“ მოხდა. იცით, რომ შსს–ს იმდროინდელ ხელმძღვანელობას ყველა მონაცემი მივაწოდეთ, თითქმის ორი წელი გავიდა და ეს გამოძიება დაძრული არ არის. ამას ემატება „ბოტებისა“ და „ტროლების“ უზარმაზარი ფაბრიკა, რომელიც „ფეისბუქმა“ მმართველ პატიას დაუხურა.
ჩვენმა ამერიკელმა და ბრიტანელმა მეგობრებმა დღეს ხმამაღლა თქვეს, თუ საიდან მოდიოდა ეს კიბერშეტევა, მხოლოდ ამაზე მოვისმინეთ უსუსური განცხადებები იმისა, რომ თურმე ხელისუფლებას და მთავრობას არ გააჩნია იმის საშუალება, ძალიან დიდ კრიმინალურ დანაშაულს წინ აღუდგეს. ის ფაქტი, როცა მათ ხელში აქვთ მისამართებიც, ოფისებიც, სერვერის ნომრებიც და ამას არ იძიებენ, ძალიან სერიოზულ ეჭვს იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პრაქტიკულად ამ დანაშაულს მფარველობენ“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი იყო, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს. სიხარულიძის განმარტებით, ამ კიბერშეტევების მიზანია, ძირი გამოუთხაროს საქართველოს თავისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და საქართველოს განვითარებას.
„რაც შეეხება მომავალში მოსალოდნელია თუ არა მსგავსი შეტევები, დარწმუნებული ვარ, მოსალოდნელია, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში. დარწმუნებული ვარ და აქედანაც ჩანს, რომ რუსეთს აქვს თავისი გეგმები ჩაერიოს საქართველოში არჩევნებში. რუსეთის უშიშროებისა და რუსეთის სახელმწიფოს ხაზია, რომ დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებში ჩაერიოს და არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ ზოგადად, სხვადასხვა რადიკალური ჯგუფების მხარდასაჭერადაც. ასეთი ტიპის ჩარევების მიზანია, ძირითადად, საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება, საზოგადოების ფრაგმენტაცია, ფრაგმენტირებული საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების გაღრმავება.
ეს არის ის მოქმედებები, რომელსაც რუსეთი იყენებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და აშკარაა, რომ სწორედ ეს მიმართულება არის რუსეთის საინფორმაციო ომის ძირითადი მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას და, ზოგადად, უნდობლობის გაჩენას დემოკრატიული პროცესისადმი,“ – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
...და მე რომ გვარები და სახელებიც კი ვიცი მაგათი... რას აკეთებს საქართველოს შესაბამისი ორგანოები(რომლებიც, ნაციონალებით ჰყავს გამოტენილი) პატივცემულ ივანიშვილს?! (აი, ხომ სულ არ იცის და ამ გვერდს თუ კითხულობს, იქნებ აქედან გავაგებინოთ!... სმაილი).
სააკაშვილმა, იმდენი ფული გაზიდა ქვეყნიდან,კიდევ დიდხანს ინავარდებს მაგ ფულით. აგვისტოს ომის მერე რომ მილიონობით თანხა შემოვიდა, ვინ გააქრო????
მოკლედ, რაში უხდის ხალხი ამდენ უსაქმურს ფულს გაუგებარია... ისე,ხალხს ვინ ჰკითხავს?!
მოხუცები, ბავშვები, ტაქსისტები, პარლამენტი, მთავრობა, 32 "პარტია", ასოები, პაპარაცი ჭურნალიტები, პაპარაცი TV ბორდები, იატაკქვეშა ბორდელები, ნაცები და ნაცმიდრეკილები, ბანკები და კაზინოები, მალე ალბათ ეს კატეგორიაც გაიკრიფება და ... ერთ მშვენიერ დღეს ნაცები გადაატრუალებენ ქოცებს და ..., მეორე მშვენიერი დღე აღარ დადგება, საქართველო ფაფუუუუ .... ნაცების მიერ "ბრძნული" პოლიტიკით ქვეყანაში შემოყვანილი სხვადასხვა ეროვნების "ქართველები" მაგათაც გააპანღირებენ მასამე მშვენიერ დღეს და მოუწევთ "საქართველოში" დარჩენილ ქართველებს თარჯიმნებთან წოწიალი და არზების მიწერ-მოწერა...
ახდება, ... პატრიარქის წინასწარმეტყველება! აი ეს იქნება აპოკალიფსი საქართველოსთვის...