ჰოლანდი:

ჰოლანდი: "ჩემი მიზანია მამაჩემზე დიდი ფეხბურთელი გავხდე"

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა განაცხადა, რომ მისი მიზანი მამამისზე დიდი ფეხბურთის თამაშია.

„ჩემთვის ჩემი კარიერის მოდელი ყოველთვის მამაჩემი იყო. ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მინდა გავხდე დიდი ფეხბურთელი პროფესიონალურ დონეზე. მთელი ცხოვრება თავში ეს მქონდა.

მამაჩემის კარიერა? მასზე ძლიერ ფეხბურთელად გახდომა ჩემი მიზანია, აშკარად ახლა მასზე უკან ვარ, რადგან ნორვეგიის ნაკრებში 34 თამაში ჩაატარა, ხოლო პრემიერლიგაში 200-ზე მეტჯერ ითამაშა.

„დორტმუნდში“ ერთი თვეზე ცოტა მეტია ვიმყოფები, მაგრამ ყველასთან ძალიან კარგად ვარ, განსაკუთრებით მოედანზე. როდესაც თამაშობ ისეთი ტიპის ფეხბურთელებთან, როგორებიც სანჩო, როისი და აზარი არიან, მხოლოდ ბურთს უნდა დაელოდო“, - თქვა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ჰოლანდიელს გერმანული გუნდის რიგებში ჩატარებულ 7 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.