როჯერ ფედერერი ტრავმის გამო თამაშს ივნისამდე ვერ შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Tennis-ი ავრცელებს.
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც როგორც მინიმუმ სამი თვე ვერ ივარჯიშებს და კორტზე ბალახის სეზონის დაწყებამდე ვერ დაბრუნდება.
ამ პერიოდში ფედერერი მაიამის, როლან გაროსის, ინდიან უელსისა და დუბაის ტურნირებს გამოტოვებს, რის გამოც 3180 სარეიტინგო ქულას დაკარგავს. 38 წლის ჩოგბურთელის დაბრუნება ჰალეს შეჯიბრზე იგეგმება, რის შემდეგაც უიმბლდონიც მალე დაიწყება.