ამერიკელ მსახიობ ელაიჯა ვუდს, რომელიც პოპულარული ფილმით „ბეჭდების მბრძანებელი“ გახდა, პირველი შვილი შეეძინა, - ამის შესახებ გამოცემა US Weekly წერს.
ბავშვის დედაა მსახიობი მატე-მარია.
ბავშვი რამდენიმე თვის წინ დაიბადა, თუმცა მედიისთვის ახლა გახდა ცნობილი. წყვილი ბავშვის სქესს და სახელს საიდუმლოდ ინახავს.