პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ელ-ხელაიფის კრიმინალურ გარიგებებთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ Goal.com-ი იტყობინება. საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლებასთან დაკავშირებულ საქმეს, რომელშიც, შვეიცარიის პროკურატურის ცნობით, ნასერ ელ-ხელაიფისთან ერთად FIFA-ს ყოფილი გენერალური მდივანი ჯერომ ვალკეც იყო ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირების უფლების სანაცლოდ FIFA-ს ყოფილმა გენმდივანმა „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტისგან ქირით ვილა მიიღო სარდინიის კუნძულზე, ხოლო მისი კომპანიის United Sport LLC ანგარიშზე ამ პერიოდში გადარიცხული იყო 1,25 მილიონი ევრო.
გასულ წელს, მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პსჟ-ს პრეზიდენტს, ნასერ ელ-ხელაიფის კორუფციაში ადანაშაულებდნენ. სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, ელ-ხელაიფი 2017 და 2019 წლების მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევის გარშემო აღძრულ საქმეში ფიგურირებდა და ის დაკითხეს კიდეც.