ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მისი რჩეული ფეხბურთელები მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი გახდნენ. მედიის ცნობით, საუკეთესოთა სიაში ნეიმარმა არ შეიყვანა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

„ბევრ ფეხბურთელთან ერთად ვისურვებდი ერთ გუნდში თამაშს, მათ შორის, რომარიოსთან, რონალდოსთან, რომლის გამოსამშვიდობებელ მატჩშიც მონაწილეობა მივიღე, ასევე ზიდანსა და იბრაჰიმოვიჩთან“, - განაცხადა ნეიმარმა.

კილიან მბაპე ნეიმართან ერთად „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას იცავს, ლიონელ მესისა და ლუის სუარესთან ერთად კი ბრაზილიელი „ბარსელონაში“ თამაშობდა.