მეცნიერებმა ბრუნეიში ლოკოკინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს და მას შვედი ეკოაქტივისტის, გრეტა ტუნბერგის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ გამოცემა Biodiversity Dara Juurnal-ი იტყობინება.
ლოკოკინის ახალი სახეობა ციკლოფლორიდების ოჯახს განეკუთვნება და გვალვას ვერ უძლებს. იმის გამო, რომ სახეობის გადარჩენა კლიმატის ცვლილების ფონზე საფრთხის ქვეშ დგას, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ლოკოკინისთვის ახალგაზრდა ეკოაქტივისტის სახელი დაერქმიათ.
გრეტა ტუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ გამართული აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკევობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებდა. აქციას მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეუერთდა.
2019 წელს ტუნბერგი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.