ამერიკელმა ლატარიაში მილიონი ორჯერ მოიგო

ამერიკელმა ლატარიაში მილიონი ორჯერ მოიგო

აშშ-ის ქალაქ ბოსტონში მცხოვრებმა ქალმა 10 წლის განმავლობაში ლატარიაში მილიონი დოლარი ორჯერ მოიგო. ამის შესახებ UPI წერს.

თებერვალში ლინდი სვინიმ ადგილობრივ მაღაზიაში მომენტალური ლატარია იყიდა და 1 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ანალოგიური თანხა მან 10 წლის წინაც მოიგო.

ლატარიის წესების თანახმად, გამარჯვებულს გადასახადების გადახდის შემდეგ შეუძლია თანხა მთლიანად აიღოს ან ფული ნაწილ-ნაწილ გაიტანოს. ქალმა პირველი ნაწილი აირჩია და საბოლოო ჯამში 650 000 დოლარი გადაეცა.