სტივენ სპილბერგის ქალიშვილმა მიკაელა სპილბერგმა განაცხადა, რომ პორნო ინდუსტრიაში დაიწყო მოღვაწეობა. ამის შესახებ მან ბრიტანულ გამოცემა Sun-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ის არ აპირებს ვიდეოში პარტნიორთან სექსით დაკავდეს და ამიტომაც სოლო პორნო ვიდეოების ჩაწერა დაიწყო. მიკაელა სპილბერგი იმედოვნებს, რომ ახალი კარიერა მას დაეხმარება მშობლებისგან ფინანსურად დამოუკიდებელი გახდეს.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ როდესაც მშობლებს პორნო ინდუსტრიაში წასვლის შესახებ შეატყობინა, ისინი არ გაბრაზებულან და მას მხარი დაუჭირეს.
„ჩემი უსაფრთხოება ყოველთვის იყო მათთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნა მან. 23 წლის მიკაელა სპილბერგების ოჯახმა 1996 წელს იშვილა.