ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯონ შრეპნელი 77 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შრეპნელის სიკვდილის მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ბოლო წლებში მსახიობი სიმსივნეს ებრძოდა. საყოველთაო აღიარება ჯონ შრეპნელს ფილმებში „ნოტინგ ჰილი,“ „გლადიატორი“ და „ტროა“ შესრულებულმა როლებმა მოუტანა. ბოლოს მან მაიკ ბარლეტის პიესის, „მეფე კარლ მესამის“ ეკრანიზაციაში არქიეპისკოპოსის როლი ითამაშა.