ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა TMZ ავრცელებს.
20 წლის რეპერი მძარცველებმა მოკლეს, რომლებიც ჰოლივუდ-ჰილსის რაიონში მდებარე სახლში გასულ ღამით შეიჭრნენ.
პოპულარობა Pოპ შმოკე-ს რეპერ Nicki Minaj-თან ერთად ჩაწერილმა კომპოზიციამ Welcome to the Party მოუტანა. რამდენიმე დღის წინ Pop Smoke-მა მეორე ალბომი Meet the Woo 2 გამოუშვა, რომელმაც Billboard-ის ჩარტში მე-7 ადგილი დაიკავა.