„მერაბიშვილის გამოჩენა ამ ერთობაში, ყუმბარის ჩაგდების ტოლფასი იქნება ოპოზიციურ მაგიდაზე“

„მერაბიშვილის გამოჩენა ამ ერთობაში, ყუმბარის ჩაგდების ტოლფასი იქნება ოპოზიციურ მაგიდაზე“

სააკაშვილის რეჟიმის „ხერხემალმა“ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მატროსოვის ციხე დატოვა და უმალვე დაიმსახურა „ქართული ოცნების“ ლიდერშიპის შეფასებები: „მეტრუპე“; „ცხელი კარტოფილი“; „მეტი ვანო ოპოზიციას“...

ვის ინტერესში იყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ესაუბრა.

ვანო და მისი რიტორიკა არ შეცვლილა, ის ხელისუფლების დამხობის გარანტიას იძლევა ერთი წლის შემდეგ, მაგრამ რა დახვდა ვანო მერაბიშვილს საკნის გარეთ? შეიცვალა თუ არააიფონისეპოქაში საქართველო და ხომ არ დაკარგა მან რეალობის განცდა ციხეში ყოფნისას?

- მე ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს იგივე ხალხი დახვდა ციხიდან გამოსვლისას, ვინც მიაცილებდა მაშინ, როცა იგი ციხეში შედიოდა. რა თქმა უნდა, საქართველო შეცვლილია და აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს დღეს ქვეყანაში იმ თვალსაზრისით, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორიც მერაბიშვილია, ამ ქვეყანაში დავიწყებას უნდა მიეცნენ, როგორც პოლიტიკოსები. თუმცა მე ვთვლი, რომ ხალხში მერაბიშვილის მიმართ სიძულვილი არ განელებულა, ყოველი მისი სიტყვა კიდევ უფრო აღიზიანებს ჩვენს მოსახლეობას და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მან მოიხადა, საკმაოდ მცირე სასჯელია იმასთან შედარებით, რაც მან ამ ქვეყანას გაუკეთა. ალბათ, ჩვენს საზოგადოებაშიც ასეთი განცდა იქნება, რომ მერაბიშვილმა შესაბამისი სასჯელი არ მოიხადა.

ეს ადამიანი ბევრად უფრო მკაცრ და სამართლიან დამოკიდებულებას იმსახურებდა. ის, რაც დღეს ხდება, ჩემი აზრით, ისევ და ისევ პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რადგან მერაბიშვილი იმდენად კეთროვანი პოლიტიკოსია, რომ მისი გამოშვების შემდეგ ვინც მას მიეკარება, ის გახდება ქართველი ხალხისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის აბსოლუტურად კეთროვანი და მიუღებელი. აქედან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ოპოზიციის ფსევდოერთობის დარღვევას შეუწყობს ხელს. მერაბიშვილის გამოჩენა ამ ერთობაში ყუმბარის ჩაგდების ტოლფასი იქნება ოპოზიციურ მაგიდაზე.

თუკი პოლიტიკური თამაშის ნაწილია მერაბიშვილის გამოშვება, ეს ნიშნავს, რომ არჩევნებამდელ პერიოდშიქართულ ოცნებასაწყობს მერაბიშვილის ციხიდან გამოშვება?

- რა თქმა უნდა, აწყობს, რადგან დღეს მერაბიშვილი მოახდენს ყველა იმ პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციას, ვისაც ის მიეკარება. ეს დაადასტურა კიდეც კალაძემ, „მეტი ვანო ოპოზიციაში“, ანუ მივესალმები ოპოზიციაში მისნაირების გამოჩენასო. ჩემი აზრით, არჩევნების წინ თუ კიდევ დაიჭერენ მერაბიშვილს ახალი ბრალდებით, რაც უცხო აღარ არის „ქართული ოცნებისთვის“, ამით კიდევ უფრო მომგებიან ქულებს დაიწერენ საარჩევნოდ. პრაქტიკულად, ბოლო პერიოდში სხვადასხვა ადამიანების პოლიტიკაში შემობრუნება „ქართული ოცნების“ ინტერესშია. ეს ყველაფერი კომპლექსურად ერთნაირად იკითხება - მარგველაშვილის შემობრუნება მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის წინ, მერაბიშვილის გამოშვება ციხიდან... პრაქტიკულად, ივანიშვილი ცდილობს, ოპოზიციური ფლანგი თავის კონტროლქვეშ მოაქციოს, ზოგიერთი პიროვნების შემოშვებით კი საკმაოდ დაასუსტოს და საზოგადოებისთვის მიუღებელი გახადოს ოპოზიცია.

მარგველაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში, ესეც ბიძინას თამაშის ნაწილია, თუ მარგველაშვილი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცურვაშია?

- ერთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გახსოვთ მარგველაშვილის მხრიდან? მით უმეტეს, ის მოიაზრება იმ ჯგუფში, სადაც პრაქტიკულად, მოკალათებულნი არიან მევახშეები, ბანკირები. მას არ მოსწონდა ოლიგარქი ივანიშვილი და მას ფსევდოდ გაემიჯნა. 2018 წელს მარგველაშვილს შეეძლო საკუთარი თავი დაეყენებინა პრეზიდენტობის კანდიდატად, მეტ-ნაკლებად ჰქონდა რეიტინგი და ხალხის მიერაც მხარდაჭერილი იქნებოდა, თუნდაც სალომე ზურაბიშვილის ალტერნატივად და არ იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი ალტერნატიული. თუმცა მარგველაშვილმა ამას თავი აარიდა, საკმაოდ საეჭვოდ დუმდა და რაღაცას აკვირდებოდა. შესაბამისად, ზოგიერთი ისეთი შეწყალება, რომელიც ხელისუფლებისთვის არ იყო სასურველი, არც განახორციელა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მარგველაშვილი გარკვეული სცენარის ნაწილია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სასამართლოში დაატარებენ და, თუ მათ დააპატიმრებენ, ამ პარტიის ლიდერად მარგველაშვილი ხდება. ანუ ეს ახალი მოთამაშეც, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ევროპულ საქართველოს“, რადგან მათ ერთი კატეგორიის ამომრჩევლები ჰყავთ, ისევ ბიძინა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილებაა მარგველაშვილის დაბრუნებაც.

მარგველაშვილმა ხელმეორედ რომ არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო კამპანიისას, შეიძლება იმითაც იყო განპირობებული, რომ მას არ ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა, არც ფინანსური, არც მორალური და შესაძლოა, შეეშინდა, დამოუკიდებლად გადაშვებულიყო საპრეზიდენტო მარათონში.

- იმ პერიოდში ოპოზიცია სთავაზობდა მას, რომ დაუჭერდა მხარს და დაირაზმებოდნენ მის გვერდით, მაგრამ მან უარი თქვა ოპოზიციის შეთავაზებაზე. თუ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზეა დამოკიდებული მარგველაშვილის ბედი, ეტყობა, ივანიშვილმა ახლაც შესთავაზა, დაბრუნდი და მოგახვედრებ ისევ პოლიტიკაშიო.

ასეთი სცენარი ქართველი ხალხის მოტყუებას ჰგავს, თუნდაცლელოსმხრიდან და ეს არ არის მორალური პოლიტიკა.

- ეს არც არის პოლიტიკა, რომელიც ხალხის ინტერესებზეა მორგებული. ეს არის პოლიტიკა საკუთარი სკამებისა და ინტერესებისთვის, რომელსაც, მე ვფიქრობ, 2020 წელს ქართველი ხალხი შესაბამისად და საკადრისად უპასუხებს.

თქვენ ბრძანეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ დაცინვა, როდესაც მერაბიშვილისნაირი ადამიანი გამოჰყავთ ციხიდან, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მერაბიშვილს ეწურებოდა პატიმრობის ვადა, სხვა გამოსავალი ჰქონდაქართულ ოცნებას?“ მესმის, რომ სხვა საქმეებიც მზადდება მის წინააღმდეგ და შეიძლება ისევ შეაბრუნონ, ან არ შეაბრუნონ ციხეში, მაგრამ ჰქონდა თუ არა სხვა არჩევანიოცნებას“?

- ძალიან დიდი ხანია, ჰქონდათ ეს არჩევანი, ციხეშივე შეეძლოთ დაემატებინათ მისთვის სხვადასხვა საქმეები. ზოგადად, არის ისეთი დანაშაულებები, რომელთაც ხანდაზმულობის ვადა არ გასდის. მერაბიშვილზე უარს აცხადებენ თვითონ მისი ყოფილი პარტნიორები და თავის დანაშაულად თვლიან მის შს მინისტრობას, როდესაც იძახიან, ჩვენ გადაცდომები გვქონდაო და ბოდიშსაც იხდიან ამის გამო. ეს ყველაფერი მერაბიშვილთან და მის უწყებასთან იყო დაკავშირებული. თუ რომელიმე სტრუქტურა დამნაშავე იყო „ნაცმოძრაობის“ დროს, ყველაზე მეტად დამნაშავე იყო შს სამინისტრო, რომელიც საკუთარ მოსახლეობას სადისტურად ექცეოდა. მე ვთვლი, ასეთი ადამიანის გამოშვება საზოგადოებისთვის კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორია. აქამდე თუ მიშა სააკაშვილით აშინებდნენ ხალხს, ახლა ახალ ხატს ხატავენ მერაბიშვილის სახით. ციხიდან გამოსული მერაბიშვილის პირველივე განცხადება იმსახურებს სასწრაფო რეაგირებას სახელმწიფოს მხრიდან. ახლა რატომღაც გვიხსნიან, თურმე დამხობაში მერაბიშვილმა ხელისუფლების ლეგიტიმური შეცვლა იგულისხმაო. სინამდვილეში, ვანო მერაბიშვილის ადგილი, როგორც სააკაშვილმა თქვა, დასასვენებლად წავიდესო, მართლაც დასასვენებლადაა. მერაბიშვილი უნდა წავიდეს დასასვენებლად, ოღონდ ეს დასასვენებელი ადგილი უნდა იყოს ისევ და ისევ მატროსოვის ციხე.

მერაბიშვილის რადიკალური მესიჯები უფრო მიშა სააკაშვილთან სინქრონშია, რომელიც მას დასვენებას ურჩევს, ფაქტია, „ევროპული საქართველოცდანაციონალებიცთავს იკავებენ მერაბიშვილთან ალიანსზე. ვინ ისურვებს მერაბიშვილთან ერთად პოლიტიკური გზის გაგრძელებას - „ევრონაცები“, „ნაცები“, თუ არავინ?

- არც ერთს არ სურს მერაბიშვილის მიღება. ისინიც კარგად ხვდებიან, რომ ის მათთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. აკაკი წერეთლის ღამურას უფრო დაემსგავსება.

 

tngh ე. წ. დამოუკისებელი დეპუტატების "სიბრძნე" ღიმილის მომგვრელია... ყველგან თამასი და გარიგება ელანდებათ... ყოველგვარი ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე. მათ დამოუკიდებლობას კი მაშინ იწამებს საზოგადოება, როდესაც დამოუკიდებლად გაიმარჯვებენ რომელიმე საარჩევნო ოლქში. ჯერ-ჯერობით კი, უმრავლეს შემთხვევაში, მატი და "ნაც-ოპოზიციის" აზრები, ხშირ შემთხვევაში, საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. "ნაც-ოპოზიციის" რუპორები ბრძანდებიან...
4 წლის უკან
tngh ე. წ. დამოუკისებელი დეპუტატების "სიბრძნე" ღიმილის მომგვრელია... ყველგან თამასი და გარიგება ელანდებათ... ყოველგვარი ფაქტებისა და არგუმენტების გარეშე. მათ დამოუკიდებლობას კი მაშინ იწამებს საზოგადოება, როდესაც დამოუკიდებლად გაიმარჯვებენ რომელიმე საარჩევნო ოლქში. ჯერ-ჯერობით კი, უმრავლეს შემთხვევაში, მატი და "ნაც-ოპოზიციის" აზრები, ხშირ შემთხვევაში, საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს. "ნაც-ოპოზიციის" რუპორები ბრძანდებიან...
4 წლის უკან