ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, ორჯონიკიძის ქუჩის ზედა ნაწილის და მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის 1,4,5 ჩიხების მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართებზე, 5 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილზე გაეცნო. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს. პროექტის ღირებულება კი 290 000 ლარია.