ლონდონის „ტოტენჰემში“ საკადრო პრობლემებია. ჰარი კეინის მძიმე ტრავმის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, ჰონ-მინ-სონი ოპერაციას გაიკეთებს.
სამხრეთ კორეელს მარჯვენა ხელზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება და რამდენიმე კვირის განმავლობაში იუქმებს.
მიმდინარე სეზონში 27 წლის აზიელმა 32 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.