ნეიმარი წუწუნებს

ნეიმარი წუწუნებს

პსჟ-ის თავდამსხმელი, ნეიმარი, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „დორტმუნდთან“ დამარცხების შემდეგ (1:2), უკმაყოფილო იყო და საკუთარი არცთუ კარგი გარჯა სათამაშო პრაქტიკას დააბრალა.

„ძნელი იყო ზედიზედ ოთხი მატჩის გამოტოვება. მაგრამ ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა. კლუბის ექიმებმა გადაწყვიტეს. თავს კარგად ვგრძნობდი და თამაში მინდოდა, მაგრამ კლუბის მესვეურებს ტრავმის გაღიზიანების შეეშინდათ და ეს განწყობა მეც გადმომედო.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს RMC Sports.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდთან“ შეხვედრამდე ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის სამი და ქვეყნის თასის ერთი მატჩი გამოტოვა.