კორონავირუსის გამო წყალბურთში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ცვლილელებია

კორონავირუსის გამო წყალბურთში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში ცვლილელებია

წყალბურთში, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში სერიოზული ცვლილელები მოხდა. კორონავირუსის ეპიდემიის გამო აზიის ჩემპიონატი გაუქმდა, რის გამოც ტურნირის მასპინძელი ყაზახეთი ოლიმპიურ თამაშებზე პირდაპირ დაუშვეს, ჩინეთისა და ირანის გუნდები კი შესარჩევ ტურნირში გამოსვლაზე უარს ამბობენ.

ამის გამო A ჯგუფში, სადაც საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გამოდის, აზიის კვოტას თურქეთის ეროვნული გუნდი შეავსებს, რომელიც ქართველმა წყალბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე უკვე დაამარცხეს. თურქეთის გარდა, ჯგუფში ქართველი წყალბურთელების მეტოქეები საბერძნეთის, მონტენეგროს, ბრაზილიისა და კანადის ნაკრებები იქნებიან.

B ჯგუფში თამაშზე უარი არგენტინის ნაკრებმა თქვა, რომელსაც რუმინეთი ჩაანაცვლებს. ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე 12 გუნდიდან სამი საუკეთესო გავა. წარმატების შემთხვევაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები იქნება პირველი გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კლასიკურ გუნდურ სახეობებში ოლიმპიადაზე წარადგენს.

შესარჩევ ტურნირს 22-29 მარტს ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს.