საუზმე - ეს არის საკვების მიღების ის დრო, რომლის შესახებაც ბევრი ადამიანი და მათ შორის დიასახლისი ივიწყებს. პირველ რიგში მეუღლის და ბავშვის გამოკვება, შემდეგ მოწესრიგება და სამსახურისთვის გამზადება, იქ კი ჭიქა ყავა და ორცხობილა.
როგორც წესი, საქმე არა რომანტიკულ საუზმემდე, არამედ ზოგადად, ელემენტარულ სენდვიჩებამდეც არ მიდის, რაც მთავარი შეცდომაა.
როდის უნდა ისაუზმოთ
გაღვიძებიდან 2 საათში. გლუკოზის დონის დარღვევის შემთხვევაში კი - გაღვიძებიდან ერთ საათში. ეს დრო მოქმედებს გაღვიძების მომენტიდან. ასეთი საუზმე კი მოწესრიგებულ საჭმლის მონელებას და ნორმალურ შაქრის დონეს შეგანარჩუნებინებთ სისხლში.
საუზმე გარბენის წინ
თუკი თქვენი დილა ვარჯიშით იწყება, საუზმის დრო ინდივიდუალურად უნდა შედგეს. ექსპერტები გვთავაზობენ: ან მშიერ კუჭზე ვარჯიშს, რომლის შემთხვევაშიც საკვების მიღება ვარჯიშიდან ერთი საათის შემდეგ უნდა მოხდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში - ერთი საათით ადრე ვარჯიშამდე. სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ რთულ ნახშირწყლებს, როგორიცაა ფაფა და ბანანი. ასეთი პროდუქტები დაგანაყრებთ და სიმძიმეც არ შეგაწუხებთ ამავდროულად.
რისთვის არის აუცილებელი საუზმე
რეგულარული საუზმის გამოტოვება დიაბეტის მეორე ტიპის განვითარებას უწყობს ხელს, შაქრის დონის დესტაბილიზაციას და შენელებულ მეტაბოლიზმს. საუზმის აუცილებლობაზე ინფორმაციას ტოპ-მოდელებიც კი ფლობენ და ითვალისწინებენ.
თუკი ფიზიკურად არ შეგიძლიათ სრულყოფილი საუზმის მიღება, დაიწყეთ დილა ჭიქა წყლით. შემდეგ საკვების მიღების პროცესი კეფირით, ხილითა და ფაფით განაგრძეთ. დროთა განმავლობაში თქვენი ორგანიზმი მიეჩვევა საკვების დილიდან მიღებას.