ეს ახალი ტრენდია დიეტოლოგიაში. დიეტის თანახმად, სამი დღის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს მხოლოდ კვერცხი, თინუსი, გრეიპფრუტი და ნიახური. სასმელებიდან – ყავა და ჩაი. რაციონის ავტორები გვპირდებიან, რომ ამ გზით კვირაში დაახლოებით 5 კილოს დაკლებაა შესაძლებელი, რაც სავსებით რეალურია.
წონის კლება ხდება კალორიულობის შემცირების (1200 კალორია) და რაციონის ცილებით გაჯერების ხარჯზე. ამასთან, მცირდება ნახშირწყლებისა და ცხიმების პროცენტი. სამდღიანი დიეტის შემდეგ კვირის ბოლომდე შესაძლებელია ჯანსაღ კვებაზე გადასვლა კალორიულობის კონტროლის გარეშე. შემდგომში ციკლი მეორდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი.
კვირაში 1 კგ-ის დაკლება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ცხიმოვან შრეს ადამიანი სამ დღეში ვერ შეამცირებს. მოხდება წყლისა და კუნთის მოცულობის შემცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიეტის შემდეგ წონის მატების რისკი იქნება მაღალი.
სპეციალისტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ რაციონის შემცირების შედეგად შეიძლება ნივთიერებების მნიშვნელოვანი დეფიციტი განვითარდეს. კერძოდ, უჯრედისის, რკინის, კალციუმის. გარდა ამისა, ამგვარი რაციონი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს დაბალი წნევის და ანემიის მქონე პირებისთვის.
პირველი დღე
საუზმე:
1 ნაჭერი ტოსტი.
2 კოვზი არაქისის კარაქი.
½ გრეიპფრუტი.
1 ფინჯანი ჩაი ან ყავა.
სადილი:
1 ნაჭერი ტოსტი.
ცოტაოდენი თინუსი.
1 ფინჯანი ჩაი ან ყავა.
ვახშამი:
1 ფინჯანი მწვანე პარკოსანი.
3 ნაჭერი ნებისმიერი სახის ხორცი.
1 პატარა ვაშლი.
1 ფინჯანი ვანილის ნაყინი.
მეორე დღე
საუზმე
1 ნაჭერი ტოსტი.
1 კვერცხი.
ნახევარი ბანანი.
სადილი
1 მაგრად მოხარშული კვერცხი.
1 ფინჯანი ხაჭო.
5 ცალი მარილიანი კრეკერი.
ვახშამი
2 მოხარშული სოსისი.
ნახევარი ფინჯანი სტაფილო. 1 ფინჯანი ბროკოლი.
ნახევარი ბანანი.
ნახევარი ფინჯანი ვანილის ნაყინი.
მესამე დღე
საუზმე:
1 ნაჭერი ყველი (ჩედერი).
5 ცალი მარილიანი კრეკერი.
1 პატარა ვაშლი.
სადილი
1 ნაჭერი ტოსტი.
1 მაგრად მოხარშული კვერცხი.
ვახშამი:
1 ფინჯანი თინუსი.
ნახევარი ბანანი.
1 ფინჯანი ვანილის ნაყინი.
ამ დიეტის დროს ნაკლებად აქტიურმა ადამიანებმა ფიზიკურად უნდა ივარჯიშონ ან ბევრი იარონ ფეხით.
გაითვალისწინეთ: ვიდრე ამ დიეტას დაიწყებთ, აუცილებლად მიიღეთ კონსულტაცია ექიმისგან.