დიდ ბრიტანეთში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო ბრიტანელ არტისტებად რეპერი სტორმი და მომღერალი მეიბლი დასახელდნენ. ანალოგიურ საერთაშორისო ნომინაციებში კი Tyler The Creator-მა და ბილი აილიშმა გაიმარჯვეს.
საუკეთესო ბრიტანული ჯგუფად Foals-ი აღიარეს, ლიუის კაპალდი კი „საუკეთესო ახალ არტისტად“. მისი სინგლი „Someone You Loved“ წლის სიმღერა გახდა. ნომინაციაში „წლის ალბომი“ რეპერ დეივის „Psychodrama“-მ გაიმარჯვა.
Brit Awards-ი 1977 წლიდან იმართება. „გრემისთან“ ერთად ის მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ჯილდოდ ითვლება.