მაშინ, როცა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გულშემატკივარი კვლავაც მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის გადაწყვეტილებას განიხილავს, ქეით მიდტლონი და პრინცი უილიამი კი, დროებით უარს ამბობენ სამეფო ვალდებულებებზე, რათა ეს პერიოდი შვილებს მიუძღვნან, ცნობილი ტაბლოიდების სათავეში პრინცესა დაიანას ძმისშვილი, მოდელი ლედი კიტი სპენსერი მოექცა. საქმე 29 წლის ლამაზმანისა და მისი 61 წლის მეუღლის - მაიკლ ლუისის ოჯახს ეხება.
წყვილი სულ რამდენიმე კვირაა დაქორწინდა და მათ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ფაქტია, რომ ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, წყვილი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მეტიც, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას აპირებს.
როგორც ირკვევა, მეუღლის გამო, რომელიც ლედი კიტი სპენსერის მამაზე - ერლ სპენსერზე ხუთი წლით უფროსია, მოდელმა გადაწყვიტა იუდაიზმი მიიღოს და სპეციალური ცერემონიისთვის უკვე აქტიურად ემზადება.