Daily Mail ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ ღამეს მიღებულმა ინფორმაციამ დედოფალი ელიზაბეტი მეტად შეაშფოთა.
პრინცესა მარგარეტისა და ლორდ სნოუდონის ვაჟიშვილმა გრაფმა სნოუდონმა გადაწყვიტა მეუღლესთან თითქმის 26 წლიანი ქორწინება დაასრულებინა.
დევიდ და სერენა არმსტრონგ-ჯოუნსების განქორწინებას სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ურთიერთობისთვის არასაკმარის დროს ასახელებენ, თუმცა, ჯერ ზუსტი პასუხი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ წყვილი 1993 წელს დაქორწინდა და ორი შვილი ჰყავთ.