ქეით მიდლტონმა უახლესი გამოჩენით მოდის მესვეურები კიდევ ერთხელ აალაპარაკა. 38 წლის ჰერცოგინია სოლოვიზიტით შოტლანდიაში რამდენიმე მიზნით გამოჩნდა, უპირველეს ყოვლისა, ჰერცოგინია ერთ-ერთ ფერმას ესტუმრა და სამოსიც შესაფერისად შეარჩია. მან 450$-ად შეფასებულ ქურთუკს ჩექმნა შეუხამა, რომელმაც ყველა აალაპარაკა.
საქმე Penelope Chilvers-ის დიზაინით შექმნილ ფეხსაცმელს ეხება, რომლის ღირებულებაც 475 $-ია.
ამავე ფეხსაცმლით ჰერცოგინია პირველად 2004 წელს დაფიქსირდა, როცა სამეფო ოჯახის საპატიო წევრის სტატუსამდეც რამდენიმე წელი აშორებდა.
მას შემდეგაც წვიმიანი ამინდებისთვის ჰერცოგინია ამავე ფეხსაცმელზე ხშირად აჩერებს არჩევანს, რის გამოც მას გულშემატკივარი აქებენ, "შეიძინე უკეთესი, შეიძინე ნაკლები," - სწორედ ასე აფასებენ ისინი ჰერცოგინიის მიდგომას.