ლიონელ მესის და ლუის ჰემილტონს Laureus-ის პრემია გადაეცათ

ლიონელ მესის და ლუის ჰემილტონს Laureus-ის პრემია გადაეცათ

ესპანურ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი, რომელმაც 2019 წელს ყველა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც Laureus-ის პრემია მიიღო.

Laureus-ის პრემია 2000 წელს დაარსდა, რომელიც 5-ჯერ როჯერ ფედერერმა, ოთხჯერ უსაინ ბოლტმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ორჯერ ტაიგერ ვუდსმა და მიხაელ შუმახერმა, ხოლო თითოჯერ ლენს არმსტრონგმა და სებასტიან ფეტელმა მოიგო.

2020 წელს, ამ სიას კიდევ ორი ლეგენდარული სპორტსმენი დაემატა.

ჯილდოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ წლის საუკეთესო პრიზი ორ სპორტსმენს გადაეცა - „ფორმულა ერთის“ პილოტ ლუის ჰემილტონსა და ჯილდოს ისტორიაში პირველად, ფეხბურთელს, ლიონელ მესის.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ჰემილტონმა ფორმულა 1 მეექვსედ მოიგო, მესი კი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული მეექვსედ გახდა.