ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგა ფლეი-ოფის ორი შეხვედრით განახლდება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ითამაშებს. მერსისაიდელებს განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აქვთ. „ატლეტიკოს“ კი სამი წამყვანი ფეხბურთელი, ტრიპიერი, ერერა და ჟოაო ფელიქსი ვერ დაეხმარება.
დღის მეორე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „დორტმუნდს“ შეხვდება. მცირე ტრავმა აქვს „პსჟ"-ს ლიდერს ნეიმარს, თუმცა ის განაცხადშია და სავარაუდოდ ითამაშებს.
ორივე თამაში თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.