დიდი სლემის ტურნირების ოთხგზის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა. ბელგიელმა სპორტსმენმა არაბეთის გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში მიმდინარე ტურნირზე ესპანელი გარბინ მუგურუსა ორ სეტში დაამარცხა.
შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა და 36 წლის კლაისტერსის უდავო უპირატესობით წარიმართა. ბელგიელმა ჩოგბურთელმა უკანასკნელად 2012 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ითამაშა. კარიერის განმავლობაში კი ის ამ ტურნირზე სამჯერ 2005, 2009 და 2010 წლებში გამოვიდა. 2011 წელს კი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულიც გახდა.