გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. მომავალი წლის 5 მარტს გაყიდვაში ცნობილი ამერიკელი გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსის ახალი ალბომი გამოვა.
დისკის სახელწოდებაა „People, Hell and Angels” და მასში მუსიკოსის დღემდე უცნობი 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ეს ნამუშევრები ჯიმი ჰენდრიქსმა 1968 – 1969 წლებში მოამზადა. მას იმედი ჰქონდა რომ კომპოზიციები ახალ ალბომში „First Rays of the New Rising Sun” განთავსდებოდა.
სამწუხაროდ მუსიკოსი 1970 წლის სექტემბერში გარდაიცვალა და ამ დისკმა თავის დროზე დღის სინათლე ვერ იხილა.
ჯიმი ჰენდრიქსს თავის დროზე შემდეგი სამი ალბომი აქვს ჩაწერილი: „Are You Experienced” (1967), „Axis: Bold as Love” (1967) და „Electric Ladyland” (1968).