საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.
სუპერლიგის 22-ე ტურში ქართველი ნახევარმცველის „ანკარაგიუჯიუმ”, „ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. საბა ლობჟანიძემ კი მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. მეორე გოლი კი ჟერსონ როდრიგესმა გაიტანა.
„ანკარაგიუჯიუს” 20 ქულა აქვს და მეთხუთმეტე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ლობჟანიძე და მისი თანაგუნდელები „გენჩლერთან” გამართავენ.