„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მეგობრებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის გუნდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბს 2 წელი ევროტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა, რისი მიზეზიც ლიცენზირების და სპონსორული შემოსავლების მიღების წესების უხეში დარღვევა გახდა.
BBC-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ სიტი“ ვერ შეცვლის უეფას მიერ დაწესებულ აკრძალვას, გუნდი უახლოესი ორი სეზონის განმავლობაში ევროტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. გვარდიოლას კონტრაქტი „სიტისთან“ 2021 წლამდე აკავშირებს, ის კლუბში 2016 წლიდან მუშაობს.
უეფამ საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო ორი წლით აუკრძალა ევროტურნირებში მონაწილეობა და 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ევროტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა შემდეგი სეზონიდან ამოქმედდება.