საფრანგეთში, სონა და ლუარას დეპარტამენტის მკვიდრმა 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ლატარეა Loto-ში 13 მილიონი ევრო მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Progress-ი ავრცელებს.
გამარჯვებულის სახელი და ქალაქი, სადაც ის ცხოვრობს, ჯერჯერობით უცნობია. 60 დღის განმავლობაში ის „აზარტული თამაშების ფედერაციას“ უნდა დაუკავშირდეს და მოგებული თანხა წაიღოს.
Loto-ს ისტორიაში ყველაზე დიდი მოგება 2011 წლით თარიღდება, როდესაც ჯეკპოტის მფლობელმა 24 მილიონი ევრო მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე კი 2014 წელს გათამაშებული 23 და 22 მილიონიანი ჯეკპოტებია.