ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა ახალ ზელანდიაში თავის კონცერტზე ხმა დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ოკლენდში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, სცენიდან გასვლისას ჯონი ცრემლებს ვერ იკავებდა. მან განმარტა, რომ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა, დაავადება მარტივ ფორმაში მიმდინარეობდა, ამიტომ მომღერალმა იფიქრა, რომ გამოსვლას ბოლომდე მიიყვანდა.
„ძალიან მინდოდა თქვენთვის საუკეთესო წარმოდგენა მომეწყო. ვმღეროდი და ვუკრავდი, სანამ ხმა უბრალოდ არ გამიქრა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, სევდიანი და ბოდიშს გთხოვთ“, - ბოდიში მოუხადა მომღერალმა თაყვანისმცემლებს Instagram-ზე.