ვერძი და მერწყული
ისინი არასოდეს იწყენენ ერთად. ორივე ნიშანს უყვარს თავგადასავლები, ახალი ნივთების შეძენა. განსაკუთრებით ბედნიერები არიან ბუნებაში. თუ სხვა წყვილები ერთამანეთით დაიღალნენ, ვერძზე და მერწყულზე ამას ნამდვილად ვერ იტყვით, პირიქით, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ, თავაზიანად ექცევიან ერთამანეთს და ცხოვრების ბოლომდე შეუძლიათ მყარად შეინარჩუნონ ურთიერთობა.
კურო და კირჩხიბი
ეს ორი ზოდიაქოს ნიშანი, საკმაოდ კარგად უგებენ ერთმანეთს, რადგან მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, როგორც პიზიკურად ასევე, ემოციურად. მათ იციან როგორ შეავსონ ერთმანეთი, რომ ის სიყვარული რაც აკავშირებთ, უფრო გააღმავონ, რაც ძნელად მისაღწევია.
ტყუპები და მერწყული
მათ აქვთ გონებრივი და ემოციური კავშირი ერთმანეთთან. ორივე ზოდიაქოს ნიშანი გამოირჩევა კრეატიულობით. ერთად გატარებული თითოეული წუთით ტკბებიან. ყოველთვის ზრუნავენ ერთამენეთის ბედნიერებისთვის.
კირჩხიბი და თევზები
ორივე წყლის ნიშანს მჭიდრო კავშირი აქვთ. ეს არის ყველაზე დიდი ვნებისა და ძლიერი სიყვარულის მაგალითი. კირჩხიბი რომანტიკულია, თევზი ღრმა და ემოციური. მათი რომანი დაუვიწყარია.
ლომი და მშვილდოსანი
ორივე ცეცხლის ნიშანია მათ საოცარი ვნება აკავშირებთ ერთამანეთთან. ისინი ცხოვრებით ტკბებიან. ყოველთვის ცდილობენ ერთამენთს მიზნის და ოცნებების მიღწევაში დაეხმარონ.
ქალწული და კურო
ისინი განსაკუთრებულად თბილები არიან ერთმანეთის მიმართ და ცხოვრებას მხოლოდ ერთმანეთს უძღვნიან. მათ აერთიანებთ, ერთანაირი ღირებულებები და ფასეულობები. ეს მათ საშუალებას აძლევთ ერთამანეთი ბოლომდე შეიგრძნონ.
სასწორი და კურო
ტყუპები – ნეიტრალური და მერყევია, სასწორი – ნეიტრალური, მაგრამ კანონებს არღვევს. ერთად იდეალური ალიანსია. ისინი მუდმივად ცდილობენ შეინარჩუნონ სიმშვიდე ურთიერთობაში. ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას.
მორიელი და კირჩხიბი
ეს ორი ნიშანი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, ისინი ღრმა ერთგულებით, ზრუნვით და სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომ, მათი ასეთი დამოკიდებულება ერთამანეთის მიმართ, მათ ურთიერთობას საფრთხეს ვერასოდეს შეუქმნის.
მშვილდოსანი და ვერძი
ამ წყვილიდან უდიდესი ენერგია მოდის. ორივე მათგანი ერთმანეთის მიმართ ველურ ენთუზიაზმს აფასებენ. განსაკუთრებულად თბილები არიან.
თხის რქა და კურო
ისინი ერთმანეთს ყოველთვის ეუბნებიან რომ ძალინ უყვართ, ცხოვრების ბოლომდე ერთად იცხოვრებენ და ისიამოვნებენ ერთმანეთთით. ორივე ნიშანი გულწრფელია. ფანტასტიურად გრძნობენ ერთად თავს.
მერწყული და ტყუპები
ისინი ძალიან კარგი წყვილია, რომც დაშორდნეენ, მაინც საუკეთესო მეგობრები იქნებიან. ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს, აინტერესებთ ყველაფერი რაც კი რამ არსებობს დედამიწაზე. რა თქმა უნდა, პრობლემებიც ბევრი აქვთ, მაგრამ პრობლემებზე ჩაციკვლა არ უყვართ.
თევზები და მორიელი
ერთმანეთს ხშირად ხალხამრავალ ადგილას პოულობენ და მართალია, მათი მიზნები და მოსაზრებები ხშირად ძალიან განსხვავდება, მაგრამ ზოგადი ფასეულობები და შეხედულებები მათ მაინც საერთო აქვთ და სწორედ ესაა მათი მყარი ურთიერთობის მთავარი საწინდარი.