პარიზში ცნობილი რუსი მხატვარი პიოტრ პავლენსკი და მისი მეგობარი ქალი დააკავეს. მიზეზი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინტიმური ვიდეო გახდა, რომლის გამოც, ფრანგ პოლიტიკოსს, ბენჟამენ გრივოს პარიზის მერის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნა მოუხდა.
პოლიტიკოსის მაკომპრომეტირებელი მასალა სოციალურ ქსელებში რუსმა მხატვარმა გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეო მას გრივოს საყვარელმა მიაწოდა. ის სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის ბრალდებით არის დაკავებული.
პიოტრ პავლენსკი კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, 31 დეკემბერს სენ-ჟერმენში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე ის სტუმრებს სამზარეულოს დანით ემუქრებოდა. ინციდენტისას 2 ადამიანი დაშავდა, თუმცა მხატვარი აცხადებს, რომ სტუმრები მას არ დაუჭრია.
პავლენსკიმ საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი 2017 წელს მიიღო. რუსეთში მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. პარიზში პავლენსკი ხმაურიანი პოლიტიკური განცხადებებითა და ქმედებებით არის ცნობილი. შარშან მან საფრანგეთის ბანკის შენობას ცეცხლი წაუკიდა.