UEFA-მ საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“, ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო, ორი წლით აუკრძალა ევროტურნირებში მონაწილეობა და 30 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.
ევროტურნირებში მონაწილეობაზე აკრძალვა შემდეგი სეზონიდან შევა ძალაში. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა დაადგინა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ შეცდომაში შეიყვანა უწყება და ფინანსური ფაირ პლაყ-ს წესები დაარღვია. UEFA-ს კლუბების ფინანსური კონტროლის ორგანომ დაადგინა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ გაყალბებით გაზარდა სპონსორული შემოსავლები, როდესაც ე.წ. ფაირ პლაყ-ს შესრულების საკითხზე მონაცემები წარადგინა.
„საარბიტრაჟო სასამართლომ მას შემდეგ, რაც განიხილა ყველა მტკიცებულება, დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბმა „მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს კლუბების ლიცენზირების წესები და ფინანსური ფეირ-პლეი სერიოზულად დაარღვია, მოახდინა სპონსორული შემოსავლების გაზრდა 2012-2016 წლებში უეფა-ში წარდგენილ დოკუმენტაციაში“, - ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტის“ შეუძლია გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივროს.
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ექვსგზის ჩემპიონია, ასევე ინგლისის თასის ექვსგზის და ინგლისის ლიგის თასის ექვსგზის გამარჯვებულია. ასევე ექვსჯერ აქვს მოგებული ინგლისის სუპერთასი.