ემბერ ჰარდის და ჯონი დეპის სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ 33 წლის ემბერი მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდა. თუმცა ამ სკანდალის ფონზე პაპარაცებმა ჯონი დეპის ყოფილი მეუღლე მეგობარ გოგონასთან ერთად დააფიქსირეს.
ბოლო რამდენიმე თვეა ემბერ ჰარდი კინემატოგრაფ, ბიანკა ბუტის ხვდება და წყაროს ცნობით მასთან თავს ძალზედ ბედნიერად გრძნობს.