პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა ბუკინგემის სასახლეში თავიანთი ოფისი დახურეს და 15 თანამშრომელი დაითხოვეს. როგორც ბრიტანული მედია წერს, ეს იმის აშკარა ნიშანია, რომ სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არ აპირებენ დიდ ბრიტანეთში კანადიდან დაბრუნებას.
გამოცემა Daily Mail აღნიშნავს, რომ ბუკინგემის სასახლეში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ, თუმცა სამეფო ოჯახმა იცის ოფისის დახურვისა და პერსონალის დათხოვნის შესახებ. სამეფო ოჯახში წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული მედია იუწყება, რომ დათხოვნილი პერსონალის ნაწილს სხვა სამსახურში გადაიყვანენ, ხოლო დარჩენილი ნაწილის დათხოვნა მოუწევთ.