ბუფონი:

ბუფონი: "იუვენტუსში" დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი რონალდო იყო

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, იტალიის თასის 1/2-ფინალში "მილანთან" ფრის შემდეგ (1:1), ტურინელების ფორვარდზე, კრიშტიანო რონალდოზე ისაუბრა.

"რონალდო შესანიშნავია. ვაღიარებ და "იუვენტუსში" დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი რონალდო იყო. მასთან ვარჯიში და თამაშის შესაძლებლობა დიდი პატივია. ამ მხრივ ყოველი დღე ჩემთვის რაღაც ახლის მომტანია."