მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ბევერლი ჰილსზე ძვირადღირებული სახლი შეიძინა.
ფეშენებელურ სახლში Amazon-ის დამფუძნებელმა 165 მილიონი დოლარი გადაიხადა. სახლი ბეზოსმა მედიამაგნატ დევიდ გეფენისგან იყიდა.
Warner Estate-ი 38 კილომეტრის ტერიტორიაზეა გაშენებული. ის გასული საუკუნის 30-იან წლებში Warner Bros-ის პრეზიდენტ ჯეკ უორენისთვის დაპროექტდა. წელს ბეზოსმა 3 ბინა ნიუ-იორკშიც შეიძინა, რაშიც 80 მილიონ დოლარამდე დახარჯა.