საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს. 20 და 23 თებერვალს, საქართველოს ნაკრები შვეიცარიისა და სერბეთის ეროვნულ გუნდებს შეხვდება.
მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა ეროვნულ გუნდში 24 კალათბურთელი გამოიძახა. გუნდში ბევრი დებიუტანტია, ნაკრების ორი ლიდერი, „ბასკონიას“ კაპიტანი თორნიკე შენგელია და „ინდიანა პეისერსის“ ლეგიონერი გოგა ბითაძე ევროლიგისა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩების გამო ნაკრებს ვერ დაეხმარება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ზუროსს ანატოლი ბოისას და მანუჩარ მარკოიშვილის სახით ორი ახალი ასისტენტი ეყოლება. ეროვნული გუნდი შეკრებას 17 თებერვლიდან დაიწყებს.