გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის მიერ ლოს-ანჯელესში დაგეგმილი საზაფხულო მოგზაურობა გასაჯაროვდა, ირკვევა, რომ წყვილი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას - ოსკარის დაჯილდოებას საპატიო სტუმრის რანგში დაპატიჟების მიუხედავად, საკუთარი სურვილითვე გამოაკლდა.
როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარს შესთავაზეს ერთ-ერთი ნომინაცია წარედგინათ, თუმცა მათ უარი განაცხადეს.
"მათთვის ეს თხოვნა დიდი პატივია, მაგრამ მიწვევა უარყვეს," - წერს Elle-ის ცნობილი გამოცემა და იქვე დასძენს, რომ მიზეზი, რის გამოც წყვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო კვლავაც და კვლავაც საზოგადოებისა და მედიის გადამეტებული ყურადღების ცენტრში აღმოჩენის შიშია. "ოსკარის დაჯილდოებაზე გამოჩენა ყველაზე ხმაურიანი იქნებოდა მას შემდეგ, რაც წყვილმა სამეფო ოჯახის უმაღლეს სტატუსსზე თქვა უარი და საცხოვრებლად კანადაში გადავიდა," - იკითხება სტატიაში.