ჯიჯი ჰადიდმა ზეინ მალიკთან ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა!

ჯიჯი ჰადიდმა ზეინ მალიკთან ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურა!

მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი 2020 წელს პაპარაცებმა ერთად უკვე ორჯერ დააფიქსირეს და ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ წყვილმა ურთიერთობა აღადგინა, ფანები მაინც მოუთმენლად ელოდნენ მომენტს, როცა ეს ფაქტი ოფიციალურადაც დადასტურდებოდა.

შესაბამისად, რამდენიმე საათის წინ, ცნობილი მოდელის მიერ გამოქვეყნებულმა კადრმა, რომელშიც რჩეულთან ერთად ფიგურირებს ყველაფერს ნათელი საბოლოოდ მოჰფინა.

შეგახსენებთ, რომ წყვილი გასულ წელს დაშორდა, თუმცა როგორც E!-ს ცნობილი გამოცემა წერს, საშობაო დასვენების პერიოდში ჰადიდმა გადაწყვიტა სავარელი მამაკაცისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა.