"ვალენტინობას სტუდიაში ვიქნები და ვიმუშავებ" რიანამ თჰე ჩუტ-თან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ 31 წლის ბარბადოსელი მომღერალი და დიზაინერი რობინ რიანა ფენტი ოსკარების რიგით 92-ე დაჯილდოების შემდგომ გამართულ წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ვარსკვლავმა Alexandre Vauthier-ის დახვეწილი კაბა მოირგო.

შემსრულებელმა The Cut-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ვალენტინობის დღეს მნიშვნელოვანს არაფერს გეგმავს. "სტუდიაში ვიქნები და ვიმუშავებ."

შემსრულებლის გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მომღერალი ნანატრ ახალ ალბომს 2020 წელს გამოუშვებს.