საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშებაში ზედიზედ ორი გმარჯვების შემდეგ რეიტინგში პროგრესი განიცადა და იტალიას გადაასწრო.
განახლებულ რეიტინგში „ბორჯღალოსნებს“ 72.70 ქულა აქვთ და მე-12 ადგილზე აღზვედნენ, პოზიცია კი, იტალიის ნაკრებს გაუცვალეს, რომელმაც ამავე პერიოდში ექვს ერში ორივე თამაში წააგო.
„სკუადრა აძურასთან“ უპირატესობა ამ დროისთვის მინიმალურია, ხოლო ფიჯისთან ჩამორჩენა ჯერაც სოლიდურია.