"იუვენტუსმა" დუგლას კოშტა მოისაკლისა

იტალიის ჩემპიონმა ტურინის „იუვენტუსმა“ დუგლას კოშტა მოისაკლისა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელს კუნთის ტრავმა აქვს და 20 დღის განმავლობაში იუქმებს.

კოშტამ დაზიანება ბოლო შეხვედრაში „ვერონას“ წინააღმდეგ მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

საერთოდ, დუგლასისთვის ტრავმები არახალია და მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაშავდა. სამხრეთ ამერიკელმა ამის გამო მხოლოდ 17 თამაში ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით და 2 გოლი გაიტანა.