თორნიკე შენგელია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის „წლის გიგანტის“ პრიზის მფლობელი გახდა. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გუშინ ოცდამეთორმეტედ გაიმართა და „ლიგა ენდესას“ საუკეთესო მოთამაშის ტიტული ქართველ მძიმე ფორვარდს ერგო.
„ბასკონიას“ ქართველ კაპიტანს სპეციალური პრიზი ლიგის გენერალურმა დირექტორმა იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.
წლევანდელ სეზონში შენგელია 33 წუთში საშუალოდ 16.1 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.3 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18.6-ია.