შემდეგი მცდელობა: 8 განსხვავებული და საინტერესო ადგილი მეორე პაემნისთვის

შემდეგი მცდელობა: 8 განსხვავებული და საინტერესო ადგილი მეორე პაემნისთვის

თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ პირველი პაემნის შემდეგ ადამიანს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, მოძებნოს სივრცე მეორე შეხვედრისთვის, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს.

პირველ პაემანზე ბევრი ნერვიულობს, ცდილობს სასაუბრო თემა მოძებნოს. ამიტომ სჯობს სასაუბრო თემაზე და სამოსზე წინასწარ იფიქროთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავარი ამოცანა იმის მიღწევაა, რომ მეორე შეხვედრა შედგეს.

როგორ უნდა შევძლოთ, რომ ურთიერთობა საინტერესოდ განვითარდეს?

შენი საყვარელი კაფე

თუ ხშირი სტუმარი ხართ სასიამოვნო გარემოსთან ერთად სხვა დადებითი ნიუანსიც გამოიკვეთება. ბარმენმა იცის თქვენი გემოვნების შესახებ, ან თუ ის არ გთავაზობთ თქვენთვის საყვარელ საჭმელს, მენიუს არჩევა მაინც არ გაგიჭირდებათ. ამ შემთხვევაში დაბნეულობასაც აიცილებთ თავიდან და უცნაური კერძების გასინჯვაც აღარ მოგიწევთ.ამავდროულად, თქვენს პარტიორს მიეცემა საშუალება, რომ გაიგოს- თუ რა მოგწონთ.

გასეირნება შორ მანძილზე

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადამიანებზე სადმე გასვლა და ისე გასეირნება დადებითად აისახება. ისინი უკეთ ავლენენ თავიანთ თვისებებს და თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ. ამ შემთხვევაში თქვენ არ გჭირდებათ სადმე, სტანდარტულ ადგილას დასხდომა. ასე რომ თუ მისი უკეთ გაცნობა გსურთ- სადმე სასეირნოდ წასვლა შესთავაზეთ.

საინტერესო კონცერტი, რომელიც დიდ თანხებთან კავშირში არაა

ჩვეულებისამებრ, კონცერტებზე ხმამაღალი მუსიკა გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდით მყოფს უნდა მიუახლოვდე და თუ რამის თქმა გინდა ყურთან ახლოს უთხრა. ეს ქმნის კავშირს და იმ შეგრძნებას, რომ აქ ერთმანეთთან დაახლოვდით.

კონცერტის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ მსუბუქ თემებზე ისაუბროთ და შეეცადეთ, რომ თემები სპეციალურად არ გამოიგონოთ, რათა ბუნებრივობა შეინარჩუნოთ.

მაღაზია და სამზარეულო

ეს მშვენიერი ვარიანტია მაშინ, თუ გსურთ რომ სტუმრად დაპატიჟოთ, თქვენზე მეტი მოუყვეთ და თავი უკეთ დაამახსოვროთ.

არ არის აუცილებელი, რომ თავი მეტისმეტად წარმოაჩინოთ თქვენი უნიკალური კულინარიული უნარ-ჩვევებით. თუ იდეალური მზარეული არ ხართ ნუ ეცდებით რომ მაინცდამაინც ხბოს ხორცი გრილზე მოამზადოთ.

შეგიძლიათ მოაწყოთ პატარა შეჯიბრი, რომელიც იმას ითვალისწინებს ვინ უფრო გემრიელ სენდვიჩს მოამზადებს და შემდეგ ფილმი ჩართოთ.

კარაოკე ბარი

ერთი მხრივ ეს სულელური რჩევაა. რადგან ვიდრე გაითვალისწინებდეთ უნდა დაადგინოთ, უხერხული ხომ არაა თქვენთვის ან მისთვის ის რაც აქ ყველაზე მთავარია- სიმღერა.

აგრეთვე უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ თქვენ ერთმანეთის კონკურენცია არ გჭირდებათ იმ მხრივ, თუ რომელი უკეთ მღერით. ამიტომ ეცადეთ, რო თუ კარაოკე ბარში წახვალთ ორიენტირი არა სიმღერაზე, არამედ გართობაზე იყოს. დადებითი ასპექტია ისიც, რომ მის მუსიკალურ გემოვნებასაც დაადგენთ.

პიკნიკი

ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ მეორე შეხვედრა სრულფასოვან პაემანს დაემსგავსოს და რესტორანში რამის აღნიშვნას.

შეგიძლიათ სენდვიჩები და სასმელები მოიმარაგოთ. შეგიძლიათ პიკნიკი ახლო ტერიტორიაზეც მოაწყოთ.

სწრაფი კვების ობიექტი

ამ შემთხვევაში საშუალება გეძლევათ სტანდარტული ბურგერების ნაცვლად სხვა რამ აირჩიოთ.

ჰკითხეთ რომელ კერძებს ანიჭებს უპირატესობას და შეეცადეთ მისი აზრი გაითვალისწინოთ.

თუ მოგეწონა მისი გემოვნება- შესანიშნავია, ერთად მიირთმევთ! ხოლო თუ არ მოგეწონა, იფიქრე იმაზე, რომ მთავარია სიცოცხლე შეგინარჩუნდა.

მუზეუმი ან გამოფენა

თუ მსგავსი გარემო ორივეს მოგწონთ, მაშინ იდეალური გამოსავალი ვიპოვეთ.

ჩვეულებისამებრ მუზეუმებში მკვეთრი განათება არ არის, რაც რომანტიკას გაამძაფრებს.

შეგიძლიათ ათვალიეროთ ნახატები და ნიმუშები დიდი ხნის განმავლობაში და საუბარსაც არავინ დაგიშლით.

არ გჭირდებათ სხვა თემის წამოწევა და სწორი მიდგომით ეს შეიძლება სამომავლო პაემნისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს.