მეგან მარკლსა და პრინც ჰარის სიტყვით გამოსვლაში შესაძლოა 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს!

მეგან მარკლსა და პრინც ჰარის სიტყვით გამოსვლაში შესაძლოა 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს!

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი JP Morgan-ის სამიტს დაესწრნენ და მაიამიში მდებარე Hotel 1-ის მდიდრულ სივრცეშიც დაბინავდნენ. წყვილის გამოჩენის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გარკვეული მიზეზებით ამ დრომდე არ ვრცელდება, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

ამასთანავე, ვრცელდება სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილს სამიტზე სიტყვით გამოსვლაში ფულიც შესთავაზეს, რასაც ისინი დათანხმდნენ. პრინცი ჰარის გამოსვლის დეტალებიდან კი, ცნობილი გახდა, რომ მისი ერთ-ერთი თემა, რომელზეც საჯაროდ ისაუბრა, დედის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ნერვული აშლილობა და შვიდწლიანი თერაპია იყო.

საქმე ერთ მილიონ დოლარს ეხება, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა,  ნაწილმა ისინი არაკორექტული ნაბიჯის გადადგმაში დაადანაშაულა.