როცა დევიდ ბექჰემი ხარ და იდეალურ ფოტოს მაინც ვერ იღებ! რატომ დასცინის ვიქტორია ყოფილ ფეხბურთელს?

როცა დევიდ ბექჰემი ხარ და იდეალურ ფოტოს მაინც ვერ იღებ! რატომ დასცინის ვიქტორია ყოფილ ფეხბურთელს?

ვიქტორია და დევიდ ბექჰემები სოციალურ ქსელებს ხშირად იყენებენ ერთმანეთზე იუმორისტული პოსტების გამოსაქვეყნებლად. ამჯერად ინიციატივა 45 წლის დიზაინერმა აიღო, რომელმაც გამომწერებს გაუზიარა, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა მისი მეუღლისთვის იდეალური "სელფის" გადაღება.

"მაშინაც კი, როცა ასეთი მშვენიერი ხარ, იდეალური "სელფის" მიღწევას დრო სჭირდება," - დაწერა იუმორით ცნობილმა ლამაზმანმა.

თუმცა მსგავსი პოსტით რამდენიმე კვირის წინ თავად დევიდმაც დაგვამახსოვრა თავი, როცა ფანებს გაუზიარა რთული მდგომარეობა, როცა ვერ გადაწყვიტა The Crown-ისთვის ეყურებინა, თუ მეუღლისთვის, რომელიც ფოტოს გადაღებას უშედეგოდ ცდილობდა.